აღმოჩნდა, რომ დედამიწას, მთვარის გარდა, დროებითი თანამგზავრიც აქვს

დედამიწის თანამგზავრი
დედამიწის თანამგზავრი

მოგვიანებით, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში განლაგებული ექვსი ობსერვატორიის ასტრონომებმა იგივე დაადასტურეს. აღმოჩნდა, რომ ეს დედამიწის კიდევ ერთი თანამგზავრია, ოღონდ, გაცილებით პატარა, ვიდრე მთვარე და ამასთან, ის ჩვენს ორბიტაზე დროებითაა მოხვედრილი.

დედამიწის დროებით თანამგზავრ ასტეროიდს 2020 CD3 უწოდეს. ცნობილია, რომ უკვე სამი წელია, რაც ის ჩვენს ორბიტაზე მოძრაობს და მისი ზომა 1,9-3,5 მეტრია.

აღსანიშნავია, რომ ეს მეორე ასტეროიდია, რომელიც დედამიწის ორბიტაზე, თანამგზავრის სტატუსით დააფიქსირეს. პირველად ეს 2006 წელს მოხდა. თუმცა, მისი წარმომავლობის შესახებ გარკვეული კითხვები არსებობდა. ასტეროიდი სახელად RH120 აპოლოს ერთ-ერთი მისიის ნარჩენადაც იყო მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ამ ობიექტმა 2007 წელს დედამიწის ორბიტა დატოვა და ახლა მზის გარშემო მოძრაობს.

საინტერესოა ისიც, რომ შესაძლოა დროებითი თანამგზავრები აქამდეც გვქონია, ან ახლაც გვაქვს და მათი აღმოჩენა კოსმოსის კვლევის განვითარებაზეა დამოკიდებული.

ახლადაღმოჩენილი 2020 CD3 დედამიწის ორბიტაზე დიდ ხანს არ დაჰყოფს. როგორც Universe Today იუწყება, სავარაუდოდ, ეს თანამგზავრი დედამიწას 2020 წლის აპრილში დატოვებს. თუმცა, პოზიტიური ფაქტია ის, რომ კოსმოსში ასეთი პატარა ობიექტების აღმოჩენა და მათზე დაკვირვება შეგვიძლია.

ნეირონი

ხელოვნურმა და ბუნებრივმა ნეირონებმა იმპულსები ინტერნეტით გაცვალეს

lv

წყვილების დეენემის მიხედვით დაკავშირების იდეა აპლიკაციაში