ზურაბ ჯაფარიძე მზად არის უარი თქვას მაჟორიტარობაზე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

ზურას თქმით, ის ერთგული რჩება ხედვისა, რომ მნიშვნელოვანია პირველივე ტურში მაჟორიტარებზე შეთანხმება, ასევე თუ პირველ ტურში გარკვეულ ოლქებში მოხდება მოგება, ეს გარკვეულწილად მეორე ტურზეც გავლენას იქონიებს.

ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა. ასევე სტატია გამოქვეყნებულია “გირჩის” ვებ-გვერდზე.

 “გირჩის” ლიდერის განცხადებით, თუ ყველაზე მნიშვნელოვანია თბილისში ოპოზიციურ პარტიებს შორის 8 მაჟორიტარის განაწილება  მოხდეს, მას სურვილი აქვს, რომ რომ კენჭი ვაკის რაიონში იყაროს.

ყველასთვის ცნობილია, რომ “გირჩს” აქვს კონკრეტული მიზნები რა იქნება 2020 წლის არჩევნებისა და “ქართული ოცნების” დამარცხების შემდეგ. ერთ-ერთ ასეთ ფუნდამენტურად მნიშვნელოვან საკითხზე, ოპოზიციურ პარტიებთან ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ შეთანხმება მოხერხდა, რაც 13 მარტს მართმსაჯულების სისტემის რეფორმის თაობაზე 5 პუნქტიანი მემურანდუმის გაფორმებით დასრულდა. ჯაფარიძემ “რეაქციის” ეთერში კოლეგებს მიმართა და განაცხადა:

მისივე თქმით, პრინციპულად მნიშვნელოვანია კანდიდატს, რომელსაც ის მხარს დაუჭრს თავად აირჩიოს, რადგან “გირჩის” ამომრჩეველი ნებისმიერ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს. იმ შემთხვევაში, თუ პარტიები ამ ოთხი პუნქტის შესრულების თაობაზე ხელს მოაწერენ ამომრჩეველი მხარდაჭერაზე იფიქრებს, რადგან მათთვის ეს საკითხები ფუნდამენტური მნიშვნელობისაა.  

“გირჩის” აზრით, თბილისში ერთით ნაკლები მაჟორიტარობის კანდიდატის არსებობა მნიშვნელოვნად გაზრდის ალბათობას იმისა, რომ ოპოზიცია პირველივე ტურში მაჟორიტარულ კანდიდატებზე შეთანხმდეს.

ავტორი: პოლინა აბზიანიძე

გონების სავარჯიშო მათემატიკური ტესტი

ქვიზი მათემატიკაში: შეასრულე მათემატიკური მოქმედებები დახმარების გარეშე

სასამართლო გამოკითხვა

გამოკითხვა: არის თუ არა ამჟამინდელი სასამართლო პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი?