სახლში გამოკეტილმა ლონდონელმა წყვილმა გადაწყვიტა, რომ კარანტინში მყოფი თავის ორი ზაზუნას გახალისება და ხელოვნებით მდიდარი სივრცე სჭირდებოდა. ამიტომ, მათი განტვირთვისთვის მინიატურული მუზეუმი ააშენეს.
მღრღნელი ძმები 9 თვის არიან. მათი სახელებია პანდორო და ტირამისუ. ისინი თავიანთი სახეობის წარმომადგენლებისგან იმით განსხვავდებიან, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს, თვითიზოლაციაში, სულიერ საზრდოს არ იკლებენ და მუზეუმებში დადიან. როგორც უკვე გითხარით, ამაზე პატრონებმა, ფილიპომ და მარიანამ იზრუნეს, რომლებმაც ციცქნა ცხოველებს მუზეუმი თითქმის სახლში მიართვეს.
როგორც ხედავთ, მღრღნელების მუზეუმში წარმოდგენილია კლიმტის, და ვინჩის, მუნკისა და ვერმეერის უკვდავი ნამუშევრები (ან მათი იმპროვიზაციები).
As promised, this is the full video of our gerbils visiting the museum. No gerbils or gallery assistants were harmed in the making of this. from r/aww
მათი შექმნილი მინიატურული მუზეუმის ფოტოები ტვიტერზე გამოქვეყნებისთანავე გავირუსდა, თუმცა ვიზიტორმა მღრღნელებმა კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

გამარფრთხილებელი ნიშანი: “გთხოვთ, ნუ დაღეჭავთ”.

თუმცა, ეს ნიშანი უშედეგო აღმოჩნდა და ზაზუნები ნამდვილი ბარბაროსებივით მოიქცნენ.

თქვენი აზრით, ვინ უფრო გაერთო, მუზეუმში მორბენალი ზაზუნები თუ მათი პატრონები? 😁
კომენტარები
იტვირთება…