ეს არის 1000-ზე მეტი ფოტოს შეერთებით მიღებული გამოსახულება, რომელიც წითელი პლანეტის ზედაპირს გვიჩვენებს. კადრები როვერმა 2019 წლის ნოემბერში გადაიღო, რის შემდეგაც ის დედამიწაზე „ააწყეს“. პროექტ Curiosity-ის მეცნიერმა აშვინ ვასავადამ თქვა, რომ „მისიის განმავლობაში, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა 360 გრადუსიანი პანორამა გადაიღეს“. პანორამასთვის საჭირო ფოტოების გადასაღებად როვერს 6.5 საათი დასჭირდა.
1.8 მილიონი პიქსელი გვიჩვენებს “Glen Torridon“-ის სახელით ცნობილ ადგილს, Mount Sharp-ის რეგიონში. კადრში ასევე ჩანს 5 კილომეტრამდე სიფართის კრატერი, რომელსაც “Slangpos crater”-ს ეძახიან.
კომენტარები
იტვირთება…