განისაზღვრა ვადები, რომელშიც ამ სექტორის გახსნა მოხდება, კერძოდ 15 ივნისიდან აღდგება შიდა ტურისტული სერვისი, ხოლო 1 ივლისიდან საქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო ვიზიტორების მიღებას. დაწესდება საგადასახადო შეღავათებისა და სუბსიდიების ახალი პაკეტი, რომლითაც ტურიზმის და სარესტორნო ინდუსტრიაში მოღვაწე კომპანიები ისარგებლებენ.
დღეს წარდგენილი შეღავათების პაკეტი ამგვარია:
- 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება ტურისტული ინდუსტრია. (შეღავათი 45 მლნ ლარი);
- საშემოსავლო გადასახადის გადავადება მოხდება 2020 წლის ბოლომდე (90 მილიონი ლარის შეღავათი);
- განთავსების ობიექტების (სასტუმროების) სუბსიდირება მოხდება მათ სასესხო ვალდებულებებზე. ყველა ობიექტი, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მლნ ლარამდეა, 5 მილიონ ლარამდე მოცულობის სესხის პროცენტის მომსახურებაზე სახემწიფოსგან 80%-იან თანადაფინანსებას მიიღებს. (განსაზღვრულია 60 მილიონი ლარი);
- ტურიზმის სექტორს საერთაშორისო გამოფენებზე მონაწილეობა დაუფინანსდება;
- კვების ობიექტებთან მიმართებით – მოხდება 2020 წლის ქონების გადასახადისგან გათავისუფლება;
- კვების ობიექტებს 2020 წლის ბოლომდე გადაუვადდებათ საშემოსავლო გადასახადი;
- კვების ობიექტები ისარგებლებენ საკრედიტო-საგარენტიო სქემით. კრედიტის თანაუზრუნველყოფას სახელმწიო 90%-ით მოახდენს;
- ტურისტული კომპანიები გათავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან;
- ტურისტული კომპანიებისთვის გადავადდება საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის ბოლომდე;
- ტურისტული კომპანიებისთვის 6 თვის ვადით მოხდება კრედიტის თანადაფინანსება;
- ტურისტული კომპანიებისთვის მოხდება ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის სუბსიდირება;
- გიდების მხარდაჭერის პროგრამა.
ჯამურად პროგრამის მოცულობა 200 მილიონი ლარია.
კომენტარები
იტვირთება…