ხელოვნურმა და ბუნებრივმა ნეირონებმა იმპულსები ინტერნეტით გაცვალეს

ნეირონი
ნეირონი

მკვლევართა ჯგუფმა, რომლის რიგებშიც შვეიცარიელი, იტალიელი და ბრიტანელი მეცნიერები ერთიანდებოდნენ, ექსპერიმენტი თაგვის ტვინიდან აღებული და ხელოვნურად შექმნილი ნეირონებით ჩაატარეს. ჟურნალ Scientific Reports-ში, 25 თებერვალს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა სამმა ახლადშექმნილმა ტექნოლოგიამ – ნეირონულმა ინტერფეისმა, ხელოვნურმა ნეირნულმა ქსელმა და მეხსიერების ტექნოლოგიებმა (memristors) ერთად იმუშავა.

ტვინის ფუნქციონირება ნეირონული აქტივობის, უფრო კონკრეტულად კი სინაფსების მიერ ნეირონების დაკავშირების ხარჯზე ხდება. კვლევაში, მეცნიერებმა ჰიბრიდული ნეირონული ქსელი გამოიყენეს, სადაც როგორც ბუნებრივი, ასევე ხელოვნური ნეირონები ერთიანდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ისინი სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტიდან ერთმანეთს ინტერნეტის დახმარებით დაუკავშირდნენ. ხელოვნური სინაფსები კი ნანოტექნოლოგიით შეიქმნა.

უფრო დეტალურად რომ ვისაუბროთ, ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, იტალიურ უნივერსიტეტ პანოვაში თაგვის ტვინის ნეირონები დაამუშავეს; შვეიცარიაში, ციურიცის უნივერსიტეტში – ETH Zurich, სილიკონის მიკროჩიპებზე შექმნილი ხელოვნური ნეირონები მოამზადეს. მათი დაკავშირება ნანოელექტრონული სინაფსების შექმნით ბრიტანეთში, საუთჰემპტონის უნივერსიტეტიდან შეძლეს.

საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ინტერნეტის დახმარებით, ელექტრული იმპულსები იტალიაში მდებარე ნეირონებს გაუგზავნეს, ხელოვნური სინაფსების გავლით, ინფორმაცია (იმპულსი) შვეიცარიაში, ხელოვნურ ნეირონებთან გაიგზავნა. პროცესმა რევერსულადაც იმოქმედა. ანუ, ხელოვნურმა ნეირონებმაც გაუგზავნეს ინფორმაცია ბუნებრივ, თაგვის ტვინის ნეირონებს. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიასა და იტალიაში, ლაბორატოერიებში არსებული ნეირონები, ინტერნეტის დახმარებით, რეალურ დროში ახერხებდნენ კავშირის დამყარებას.

ამ ეტაპზე, ეს მხოლოდ მარტივი კავშირია, თუმცა, სამომავლოდ, ამ კვლევის შედეგი შეიძლება იქცეს პირველ და მნიშვნელოვან ნაბიჯად, რომელიც მეტად შემგუებლური პროთეზებისა და ნეირონული ინტერფეისების შექმნაში დაგვეხმარება. ეს არის საფუძველი ჰიბრიდული ნეირონული ქსელის შესაქმნელად.

„ეს ქმნის ახალ შესაძლებლობებს ნეიროპროთეზირების ტექნოლოგიების კუთხით. ეს არის ახალი მეთოდი ტვინის არაფუნქციური ნაწილების AI ჩიპებით ჩანაცვლების გზების საპოვნელად“, – ამბობს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ნანოტექნოლოგიების მკვლევარი და ელექტრონიკის მიმართულების დირექტორი თემის პროდრომატიკსი, გამოქვეყნებულ პრეს-რელიზში.

js

პირველი ‘ცხოველი’ რომელიც ჟანგბადს არ იყენებს

დედამიწის თანამგზავრი

აღმოჩნდა, რომ დედამიწას, მთვარის გარდა, დროებითი თანამგზავრიც აქვს