in ,

ბოსტნეულის გაზრდა ჰაერიდან? როგორ მუშაობს აეროპონიკა

აეროპონიკა
აეროპონიკა

აეროპონიკის მნიშვნელობა

აეროპონური სისტემის გამარტივებული დიაგრამა. ფოტო: Lilkin / shutterstock.com.

აეროპონიკური სისტემები კვებავს მცენარეებს, მდიდარი საკვები ნივთიერებების ნაზავით. კონცეფცია ქმნის ჰიდროპონიკური სისტემების იმ სისტემას, რომლის დროსაც ფესვები იზრდება ისეთ წყლიან-მზარდ საშუალო გარემოში, როგორც ქოქოსი. აეროპონიკა უბრალოდ შლის და აფრქვევს წყლის წვეთებს, რომლებიც ჰაერში დაკიდებულ ფესვებს ფაფუკად ეხება. ისინი პერიოდულად ირწყვებიან სპეციალური მოწყობილობებით.

აეროპონიკის სისტემებში თესლი პატარა ქოთნებში ღვივდება, რომელთა ნიადაგიც გამოკვებილია საჭირო ნივთიერებებით.

აეროპონიკის დადებითი მხარეები

აღმოჩნდა, რომ მზარდი საშუალო მასალის გამოცალკევება ათავისუფლებს ფესვებს. იგი გამოყოფს ზედმეტ ჟანგბადს სწრაფი ზრდისათვის. მცენარის კულტივაციის სისტემა აგრეთვე უკიდურესად ეფექტურია წყლის მიმართ. ეს ჩაკეტილი სისტემა 95%-ით უფრო ნაკლებ მორწყვას საჭიროებს, ვიდრე ნიადაგზე გაზრდილი მცენარეები და ის საკვები ნივთიერებები, რომლებიც წყალშია, განიცდიან რეციკლირებას. (გადამუშავება/ბრუნვა)
       დამატებით იმ ეფექტურობებისა, აეროპონიკის ეკო-მეგობრული სახელი კიდევ უფრო მეტადაა გამყარებული იმით, რომ მას აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს დიდი რაოდენობის მცენარე მცირე ტერიტორიაზე. ეს მეთოდი, შეამცირო ეკოლოგიური ხარჯები და გადაიტანო საკვები ნიადაგიდან თეფშზე, იქმნება დახურულ სივრცეებში ვერტიკალურ ფერმებში, რაც უფრო და უფრო ჩვეულებრივი ხდება ქალაქისთვის. რადგან ეს სისტემა დახურულია, შესაბამისად არ არსებობს საკვები ნივთიერების ჩამონადენი, რომელიც ახლომდებარე წყლის გზებს დააბინძურებს. იმისათვის რომ ავირიდოთ მავნებელი და მძიმე ქიმიური ნივთიერებებისგან გამოწვეული დაავადებები, აუცილებელია საჭირო აღჭურვილობის სტერილიზაცია.

აეროპონიკის ბარიერები

აეროპონიკის სისტემა ეფექტური მუშაობისთვის მოითხოვს ცოტა მეტ მოხერხებულობას. წყლის საკვები ნივთიერებების კონცენტრაცია უნდა იყოს შენარჩუნებული, აგრეთვე აღჭურვილობის მცირედი შეცდომაც კი განაპირობებს მოსავლის დაკარგვას. თუ სარწყავი აპარატი ყოველ რამდენიმე წუთში არ ასხავს წყალს, შესაძლოა პრობლემა გვქონდეს ბატარეასთან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ფესვების გახმობა. ამიტომ აუცილებელია რეგულარული შემოწმება და გაწმენდა სარწყავი აპარატის, რათა თავიდან ავიცილოთ წყლის ნარჩენი მასალით მისი დაბინძურება, გაჭედვა ან სხვა ხელის შემშლელი ფაქტები.

ამ ერთ-ერთი ძირითადი ბარიერის გარდა არსებობს კიდევ ერთი რამ: აეროპონიკის სისტემა დაკავშირებულია ელექტრულ დენთან, რომელიც გადასტყორცნის წყალს პატარა სარწყავ მილებში. მიუხედავად იმისა, რომ მათი ამუშავება შესაძლებელია სათბურის ბუნებრივ შუქზე, უმეტესად მაინც იყენებენ ენერგიით ინტენსიურ მზარდ შუქებს. თუმცა მზის ენერგია და სხვა ალტერნატიული გზები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ამ ბარიერის დასაძლევა.

რა ღირს აეროპონიკის სისტემა?

ხელით დამზადებული სისტემა შეიძლება 100$-მდე დაჯდეს, თუმცა კარგი ხარისხის პროფესიონალური სისტემები საკვები ნივთიერებების ავტომატური მონიტორინგით და სარეზერვო ელექტრომომარაგებით 4-ჯერ მეტი ჯდება.

აღჭურვილობის განხილვა

ყველა აეროპონიკის სისტემა მოითხოვს დახურულ სივრცეს, რათა შეინარჩუნოს ჰაერის ტენიანობა და სინათლე მიწვდეს ყველა მცენარეს (ეს არის ტიპიური ყუთი, რომელიც გახვრეტილია თითოეული მცენარისთვის), აგრეთვე ცალკე ავზი საკვები ნივთიერებების მარაგისთვის. ამ ყველაფრის გარდა, არის რაღაც საგნები, რომლებიც საჭიროა წინასწარ განვსაზღვროთ ჩვენი საჭიროებების მიხედვით.

ზოგიერი სისტემა არის ჰორიზონტალურად დაგეგმილი, როგორც ტრადიციული მცენარისთვის განკუთვნილი კვალი. თუმცა სართულებრივი და ვერტიკალური წყობა არის საკმაოდ პოპულარული-როცა ფესვები უკვე ზრდას იწყებენ, ეს არის ძალიან კარგი გზა რომ შევინარჩუნოთ ტერიტორია. ვერტიკალური წყობა აგრეთვე პოპულარულია იმის გამო, რომ ზედა ნაწილში დამაგრებული მოწყობილობები გრავიტაციის ძალის მეშვეობით უფრო კარგად უნარჩუნებენ სივრცეს ტენიანობას.

აეროპონიკისთვის დამახასიათებელი დიქოტონია (ორ ნაწილად თანმიმდევრული გაყოფა)-მაღალი წნევა დაბალი წნევის მქონე სისტემების წინააღმდეგ.

დაბალი წნევის მქონე სისტემები, რომლებიც იყენებენ შადრევნების ტუმბოს მილებში წყლის განაწილებისთვის, არის ბევრად იაფი და ხელმისაწვდომი ხელით შექმნილი კონსტრუქციისთვის. ამ მეთოდს ზოგჯერ ეძახიან „სოაკაპონიკს“(soakaponics), რადგან მილებიდან გამოყოფილი წყალი იმდენად დაბალი ენერგიისა, რომ წარმოქმნის მცირე ორთქლს და არა ნამდვილ ნისლს.

ნამდვილ ნისლში იგულისხმება ჰაერის ტენიანობა, რომელიც საკვებ ნივთიერებებს ფესვებამდე ჩაიტანს. საჭიროა მაღალი წნევა და არა ისეთი, რომლის წარმოქმნაც ჩვეულებრივ ტუმბოს შეუძლია. თუმცა პროფესიონალი აეროპონიკის სისტემა ეყრდნობა ჰერმეტიზირებულ წყლის ავზს, რომლის ტევადობა 60-90 კგ/სმ2-ია და მის ზედა ნაწილში დამაგრებული მილები მაქსიმალურად თანაბრად ანაწილებენ ტენიანობას.

ჰიდროპონიკის (hydroponic)  მომწოდებლები უფრო და უფრო მეტ ფულს ხარჯავენ სხვადასხვა მოწყობილობებისთვის, ავზების, ქოთნების, მილებისთვის, რათა ბევრად სტანდარტული და სრულად-ავტომატიზებული ხელით შექმნილი კონსტრუქცია მიიღონ.

სხვა ბოსტნეულის კულტურების მოყვანაც შესაძლებელია, მაგრამ ბევრად მეტ საკვები ნივთიერებების მარაგს ითხოვენ. ხილის ბუჩქები და ხეები არის არაპრაქტიკული აეროპონიული სისტემისთვის, მათი ზომის გამო.

თუ მოგეწონა სტატია, გაუზიარე სხვებს 😊

What do you think?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

mars

NASA-ს როვერმა მარსზე 1.8 მილიარდ პიქსელიანი პანორამა გადაიღო

სტივენ ჰოკინგი

სტივენ ჰოკინგი: შექმნა თუ არა სამყარო ღმერთმა?