in

რა არის ბითლზმანია?

582b368ddd0895536d8b4794
582b368ddd0895536d8b4794

ბითლზმანია არის ძლიერი გრძნობა ჯგუფისადმი „ბითლზი“ (The Beatles). ბითლზი ეს იყო 4 მუსიკოსი ლივერპულიდან: ჯონ ლენონი, პოულ მაკარტნი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი. ოთხივე მუსიკოსი იყო თვითნასწავლი და არასდროს უვლიათ მუსიკის გაკვეთილებზე. 1957 წელს, როცა ჯონი 16 წლის იყო, დააარსა ჯგუფი „Quarrymen”. შემდეგ გაიცნო პოული, რომელთანაც ერთად დაიწყო სიმღერების წერა და ერთად მოღვაწეობა.

შემდეგ შეუერთდათ ჯორჯი და ჯგუფმა დაიწყო ინგლისში მუსიკის დაკვრა და ფულის გამომუშავება, აგრეთვე მათ ჰქონდათ გერმანიაში რამდენიმე კონცერტი. 1962 წელს მათ შეუერთდათ რინგო და საბოლოოდ ჩამოყალიბდა „The Beatles”. ბითლზმა თავისი პირველი ჰიტი შექმნა 1962 წელს, რომლის სახელიც იყო „შემიყვარე“ (Love Me Do). 1963 წელს მომდევნო სიმღერა უფრო მეტად ჰიტი გახდა, რომლის სახელიც იყო „Please,Please me”. საბოლოო ჯამში მათ 29 ჰიტი ჰქონდათ გამოქვეყნებული.

1963 წელს, როცა ბითლზმა პოპულარობის მწვერვალს მიაღწია, დაიწყო ბითლზმანია (Beatlemania). მათი ფანების რაოდენობა უფრო და უფრო იზრდებოდა. ისინი ისე ხმამაღლა ყვიროდნენ, რომ მუსიკოსებს საკუთარი ხმაც კი აღარ ესმოდათ. მომდევნო წელს ჯგუფი ამერიკაში წავია, სადაც კიდევ უფრო გაიზარდა მათი ფანების რაოდენობა. ადამიანების აკოპირებდნენ მათ ტანსაცმელს და თმის სტილს. ბითლზი გახდა ყველაზე ცნობილი Rock-and roll-ის ჯგუფი.      თუმცა 1970 წელს ის დაიშალა. მათ სურდათ დაეკრათ ახალი მუსიკა, ჯონმა დაწერა სიმღერები თავის ცოლ, იოკოსთან ერთად. პოულმა ჩამოაყალიბა ახალი ჯგუფი „Wings” თავის ცოლთან,ლინდასთან ერთად. ჯორჯმა და რინგომ ჩაწერეს საკუთარი ალბომები და ჩაატარეს კონცერტები. სამწუხაროდ, ჯონი მოკლულ იქნა 1980 წელს, 40 წლის ასაკში, ხოლო ჯორჯი დაავადდა და გარდაიცვალა 2001 წელს. მიუხედავად ყველაფრისა, დღესაც გაისმის „ბითლზის“ სიმღერები ყველგან. მათი მუსიკა არასდროს, არასდროს დასრულდება.

ეს პოსტი შეიქმნა ჩვენი ლამაზი და მარტივი ფორმით, შენც გამოაქვეყნე

რას ფიქრობ? შეაფასე

1 ქულა
Upvote Downvote

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

იტვირთება…

0
terraplanter

ინოვაციური გამოგონება Terraplanter რომელიც Kickstarter-ზე $5 მილიონით დაფინანსდა

the day of dead

როგორ აღნიშნავენ მექსიკელები გარდაცვლილთა დღეს?