in ,

რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია მოწყენილობას?

მოწყენილობის ილუსტრაცია
მოწყენილობის ილუსტრაცია

ეს კითხვები ახალი არ არის, თუმცა, მათ ამ პერიოდში, კარანტინში მყოფი გაზარმაცებული და მოწყენილი ადამიანებისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინეს. მადლობა Netflix-ს ყველაფრისთვის და ასევე ჩვენს მეგობრებს, რომლებსაც ვიდეოზარებით გამუდმებით ვესაუბრებით, მაგრამ დღის დარჩენილ პერიოდში რა ვაკეთოთ?

მათთვის, ვინც სამსახურში დისტანციურ რეჟიმს მოერგო და კვლავაც აგრძელებს საქმიანობას, ან იმ მშობლებისთვის, რომელთა ყოველდღიური ვალდებულებები დიდ ენერგიას მოითხოვს, მოწყენილობა უტოპიური ფანტაზიაა. ზოგი კი, შეიძლება, იმდენად იყოს გართული საკუთარი თავით, რომ მისთვის მოწყენა სრულიად უცხო და დროის მკარგავი ფენომენი იყოს.

მოწყენილობის თავიდან არიდების მიზნით, ფსიქოლოგებმა საკმაოდ დიდი დრო დაუთმეს მისი ბუნების, მიზეზებისა და შედეგების კვლევას. მოწყენილობა განმარტებულია როგორც ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომლის დროსაც შეინიშნება ინტერესის ნაკლებობა, ღელვა, მოტივაციის კლება, სიტუაციის მონოტონურად აღქმა.. როგორც ფილოსოფოსმა, არტურ შოპენჰაუერმა ერთ დროს აღნიშნა, მოწყენილობა აღტაცების საწინააღმდეგო რამაა.

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს კონსენსუსი იმაზე, თუ რა არის მოსაწყენი და რა – არა, ჩვენ ხშირად ვიწყენთ და ვამჩნევთ ამ შეგრძნებას როგორც საკუთარ თავში, ისე – სხვებში. მაგალითისთვის, უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოს:

ეს ვიდეო კარანტინის დროს მოზღვავებული კრეატივის შედეგია. და რით აიხსნება ის, თუ არა იმით, რომ ადამიანები ცდილობენ, თავიდან აირიდონ მოწყენილობა?

როგორც ნებისმიერი ქმედება, მოწყენილობა დამოკიდებულია ორივე ფაქტორზე – ადამიანზე და კონტექსტზე, რომელშიც ის იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ სიტუაცია, რომელიც შეიძლება, თქვენ მოსაწყენი გეჩვენებათ, შეიძლება, სხვებისთვის საინტერესო იყოს.

ზოგიერთმა ადრეულმა ექსპერიმენტმა ფსიქოლოგიაში აჩვენა, რომ ექსტროვერტები მარტოობაში ვერ ძლებენ, მაშინ, როცა ინტროვერტები ამ სიტუაციაში კარგად გრძნობენ თავს. ინტროვერტები სწორედ მაშინ იტანჯებიან, როდესაც მათ ხალხმრავალ სიტუაციებში ჩააგდებთ.

მოწყენას ყველა განვიცდით, ზოგი მეტად, ზოგიც – ნაკლებად. მთავარი განსხვავება იმაში მდგომარეობს, თუ როგორ გავუმკლავდებით, რამდენად კარგად მოვითმენთ მას. ბევრ ადამიანში მოწყენილობა კრეატიულობას აუმჯობესებს. ეს მხოლოდ ადამიანზე კი არა, ცხოველებზეც ვრცელდება. აკადემიური კვლევის თანახმად, მოწყენილობის ფუნქციაა, ადამიანი იმდენად არასასიამოვნო სიტუაციაში ჩააგდოს, რომ მან ამ თავსატეხის გადასალახად კრეატიულ გზებს მიმართოს და შედეგად უფრო პროდუქტიულიც გახდეს.

როგორც ერთხელ სიუზან ზონტაგმა თქვა, “კრეატიული ადამიანის ცხოვრება მოწყენილობის მართვა და გაკონტროლებაა. მოწყენილობის თავიდან აცილება ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია.”

თუკი თქვენ კმაყოფილი ხართ ამ სიტუაციით, მაშინ სანერვიულოც არაფერია. და თუკი მოწყენილობას უბრალოდ ვერ ეგუებით, მაშინ საჭიროა, მოძებნოთ ის, რითიც ამ პერიოდს გადალახავთ.

არასდროს შეუქმნიათ რაიმე ღირებული იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ძალიან დაკავებულები იყვნენ მონოტონური საქმის კეთებით.  აქ მთავარი გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ განა უბრალოდ რაიმე გააკეთოთ, არამედ ზუსტად იცოდეთ, რა გააკეთოთ. მაგალითად: ახალი ჰობი განივითარეთ, ახალი ენა ისწავლეთ ან რომელიმე ინსტრუმენტს დაეუფლეთ.. თუ გნებავთ, წიგნი დაწერეთ, ან უბრალოდ წაიკითხეთ.. თუ გსურთ, მთელი დღე WhatsApp-ში გაატარეთ ან დაისვენეთ მოწყობილობებისგან და მედიტაციას მიმართეთ.

იპოვნეთ ის, რაც ნამდვილად გაინტერესებთ. ან გაიხსენეთ, რა გსურდათ გეკეთებინათ მანამ, სანამ ეს მასშტაბური მოწყენილობა დაიწყებოდა? გადაეშვით იმ საქმეში, რომელიც გიყვართ, ახლა სწორედ ეს დროა..

წყარო: Fast Company

What do you think?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

12 Cartoons Your Mom Shouldn’t Let You Watch When You Were Young

5g ინტერნეტი e1588194284920

5G-სთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს ქართველი სამედიცინო ფიზიკოსი პასუხობს