როგორ აღნიშნავენ მექსიკელები გარდაცვლილთა დღეს?

the day of dead
the day of dead

ოქტომბრის ბოლოს მექსიკელები ემზადებიან გარდაცვლილთა დღის აღსანიშანავად, რომელიც 2 დღის განმავლობაში გრძელდება (1-2 ნოემბერი). ამ დღეს ისინი იგონებენ გარდაცვლილ მეგობრებსა და ნათესავებს.

გარდაცვლილთა დღეს ადამიანები მოწყენილნი არ არიან, პირიქით ისინი ბედნიერად აღნიშნავენ. მაღაზიებს სპეციალური ფასდაკლება აქვთ. ისინი ყიდიან სანთლებს, ყვავილებს,ტკბილეულობას და შოკოლადებს, რომელთან თავის ქალისა და ძვლების ფორმა აქვთ, აგრეთვე პურს, რომელსაც იგივენაირი ფორმა აქვს და „გარდაცვლილთა პური“ ეწოდება.

ადამიანებს სწამთ, რომ ამ დღეს გარდაცვლილი მეგობრები და ნათესავები აუცილებლად ესტუმრებიან მათ. ისინი აკეთებენ საკურთხეველს, მაგიდას, რომელზეც გარდაცვლილთა ფოტოები აწყვია, აგრეთვე სანთლები, ყვავილები და გარდაცვლილის საყვარელი ნივთები, საჭმელი და სასმელი. მაგიდა სავსეა სხვადასხვა საკვებით, ბრინჯით, ლობიოთი, ყავით, წყლით. ადამიანები ტოვებენ აგრეთვე წყლით სავსე ჯამს და სუფთა პირსახოცს, იმისთვის, რომ გარდაცვლილებმა ხელები დაიბანონ სადილობამდე. საბოლოოდ მასპინძლები ანთებენ სანთლებს და ელოდებიან სტუმრების მოსვლას.

შუაღამისას ოჯახის წევრები ტოვებენ სახლს და მიემართებიან სასაფლაოსკენ. ისინი წმენდენ მას, ავსებენ ყვავილებით, სანთლებით და ამზადებენ პიკნიკს, ყვებიან ისტორიებს გარდაცვლილზე, სვამენ, ერთობიან, უკრავენ მუსიკას, ცეკვავენ…

მექსიკის სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვა ტრადიცია აქვს ამ დღის აღნიშვნის. დღესდღეობით, რამდენიმე ოჯახი ერთიანდება და ერთად აღნიშნავს ამ დღეს. ისინი მიირთმევენ „გარდაცვლილთა პურს“, რომელსაც თავის ქალის სათამაშო აქვს შუაში. მექსიკელებს სჯერათ, რომ ადამიანს,რომელსაც ეს სათამაშო შეხვდება, წარმატებული მომავალი ელის.

582b368ddd0895536d8b4794

რა არის ბითლზმანია?

Leavingstone ს წამახალისებელი ვიდეორგოლი აბიტურიენტებისთვის

‘უუუუხ, მოახლოვდა ეროვნული’ Leavingstone-ს წამახალისებელი ვიდეორგოლი აბიტურიენტებისთვის