როგორ გავიგოთ სუნთქვის უკმარისობა გამოწვეულია მღელვარებისგან თუ კორონა ვირუსისგან?

ილუსტრაცია კორონავირუსი e1588522130755
ილუსტრაცია კორონავირუსი e1588522130755

გვიანი ღამის შემთხვევა: უკვე შუაღამეა, ვწევარ ლოგინში და მაქვს მეორე პანიკური შეტევა, ვსუნთქავ გართულებულად და ვფიქრობ, არსებობს თუ არა ჰაერი. ნუთუ ეს ის ღამეა, როცა ჩემი საშინელი კოშმარი სინამდვილედ იქცევა? სუნთქვის უკმარისობა ნიშნავს, რომ ფიზიკურად მჭირს რამე, როგორც ახალი კორონავირუსი, თუ უბრალოდ მორიგ მღელვარებას ვუმკლავდები? მოვა სასწრაფო დროულად? იქნება ადგილი საავადმყოფოში, თუ დამჭირდა იქ წასვლა? რა იქნება თუ არ აქვთ კონდინციონერები? თითქოს ყველაფერი იხურება, ჩემი ფილტვები არ მუშაობენ. 😳 მე ვკვდები და ჩემი დაკრძალვა ზუმის შეხვედრას დაემსგავსება. 🤔

ასეთი ფიქრები ახალი არაა ჩემთვის. დეპრესია 12 წლიდან მაქვს და ხშირად განმიცდია ასეთი ღამეები.

როცა პირველად გავიგე კორონავირუსის ჩინეთში გავრცელების შესახებ, ყურადღება მივაქციე, მაგრამ არ მიზრუნია საკუთარ ჯანმრთელობაზე. თუმცა დღეების სვლასთან ერთად, როცა სოციალურ ქსელზე შესვლა სასიკვდილო განცხადების გარეშე არ ჩაივლიდა და როცა ეპიდემია პანდემიაში გადაიზარდა, ჩემმა მღელვარებამაც იმატა. უფრო ცუდად ვხდებოდი, როცა სტატია მოიცავდა კორონავირუსის ისეთ სიმპტომებს, რაც ჩემთვის ასე კარგად იყო ნაცნობი: სუნთქვის უკმარისობა. ეს არის მთავარი გზა, რითაც მღელვარება თავს ამჟღავნებს. ერთ დღეს ჩემ ძმას მივწერე: “როგორ უნდა გავიგო სუნთქვის უკმარისობა დეპრესიის ბრალია თუ კორონავირუსის?“ თუ შენც ასე ფიქრობ, კეთილი იყოს შენი მობრძანება არასტაბილურ ჯგუფში.

გიორგიმ მოგვიანებით კიდევ ერთხელ განიცადა დეპრესია. როგორც მე, მასაც გამუდმებით აწუხებს სუნთქვის უკმარისობა, ძირითადად ცუდ დღეებში. კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ ამბებში ჩაძირვამ, რომლებიც სუნთქვით პრობლემებზეა, მისი ცოდნა უფრო გააამდიდრა და ნერვიულობაც მეტად გაუმძაფრდა.

„მე მასზე რთულად ვფოკუსირდები, თითქოს სუნთქვა არასაკმარისია და მეტი ჟანგბადი მჭირდება, ამ დროს ვამთქნარებ, რათა მეტი ჰაერი მივიღო, მაგრამ ეს არ მეხმარება.“ – ამბობს გიორგი. „ის რომ კორონავირუსის ერთ-ერთი სიმპტომი სუნთქვის უკმარისობაა, შემაშინებელია. თუმცა ეს მდგომარეობა დეპრესიის გვერდითი ეფექტიცაა, მაგრამ საიდან იცი რომ ვირუსი არ იწვევს? ან ორივე ერთად?”

რა იწვევს სუნთქვის უკმარისობას?

სუნთქვის უკმარისობა დეპრესიისა და კორონავირუსის სიმპტომია, მაგრამ ორივე შემთხვევაში სხვადასხვანაირად მიმდინარეობს. 

დეპრესიის დროს იგი დაკავშირებულია დამცველობით პასუხთან, რომელიც ჩვეულებრივი ბიოლოგიური მოვლენაა საფრთხის მიმართ, ამბობს კოლუმბიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორ-ასისტენტი. როცა თქვენი ორგანიზმი ფიქრობს, რომ საფრთხის ქვეშ ხართ (მაშინაც როცა არ ხართ, მაგრამ გაქვთ დეპრესია), თქვენი სიმპათიკური ნერვული სისტემა პასუხობს ფიზიოლოგიურად, თეორიულად ჩვენ ამ დროს საკუთარ თავს ვიცავთ. როგორც პროფესორი ამბობს, ეს მრავალმა ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს, მაგ: გულის ხშირმა შეკუმშვამ და გახშირებულმა სუნთქვამ. ფიქრობენ, რომ ეს რეაქცია ეხმარებოდა ჩვენს წინაპრებს გაქცეულიყვნენ ან შეტაკებოდნენ საფრთხეს, სწორედ ამიტომაა რომ მღელვარების სინდრომის მქონე ადამიანები უფრო გამოფიტულნი არიან.

მეცნიერული ტერმინი მღელვარებასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობისა არის „გულის ასთმა“, -ამბობს რიჩარდ კასტრიოტა. „ზოგჯერ ეს შეიძლება მოხდეს ჰიპერვენტილაციით, რაც ნიშნავს რომ შენ ხშირად სუნთქავ. ცნობილია როგორც “გაძლიერებული სუნთქვა“.

„მიზეზი რატომაც ვერ იღებ ჰაერს, არის ის, რომ მაქსიმალურად სუნთქავ უკვე, საკუთრივ აღარ რჩება ძალა რითაც კიდევ უფრო გაზრდი სუნთქვას“, -ამბობს ექიმი კასტრიოტა, – ამიტომაც გაქვთ ეს გრძნობა“. როგორი ირონიულია, სუნთქავდე ბევრს, იწვევდეს სუნთქვის უკმარისობას.

სახმო იოგების დისფუნქცია იწვევს იმ შეგრძნებას, თითქოს შენი ყელი იხურება, როცა ღელავ. “როცა სუნთქავ სახმო იოგები არ იღებიან ისე, როგორც უნდა გაიღონ, შესაბამისად ისინი რჩებიან მთლიანად ან ნაწილობრივ დახურულნი, რაც იწვევს ნორმალურად სუნთქვის პრობლემას. (და რა თქმა უნდა, იმის ცოდნა რომ ვერ სუნთქავ, კიდევ უფრო გაშფოთებს)“

სხვა მხრივ სუნთქვის უკმარისობას იწვევს კორონავირუსის მიკრობი SARS-CoV-2. შესაბამისად ეს მიკრობი უტევს სასუნთქ სისტემას, იგი იწვევს მწვავე რესპირატორულ დაავადებას. American lung association-ის მიხედვით როცა მიკრობი SARS-CoV-2 აღწევს სასუნთქ სისტემაში, იგი უტევს ფილტვის უჯრედებს, რაც იწვევს სუნთქვით პრობლემებს.

როგორ გავარჩიოთ მღელვარებისა და კორონავირუსისგან გამოწვეული სუნთქვითი პრობლემები?

ერთია ახსნა განსხვავება ამ ორს შორის, მაგრამ მღელვარების ბუნებრივი მხარე სრულიად ართულებს ამ ყველაფერს. პირველ რიგში, გეტყვით განსხვავებას, შემდეგ განვიხილავ წვრილმანებს თუ რატომაა რთული ამ შეხედულებას მიჰყვე, დამატებით კიდევ როგორ შეიძლება დავიჯეროთ ეს ყველაფერი.

მიუხედავად იმისა, რომ შენი მღელვარება გაფიქრებინებს იმას, რომ სუნთქვითი პრობლემა არის კორონავირუსისგან გამოწვეული, მაინც რამდენიმე გზაა, რითაც შეიძლება გავარკვიოთ მთავარი არსი. პირველ რიგში, იფიქრეთ თუ გქონიათ რაიმე ისტორია მღელვარებისგან გამოწვეული სუნთქვითი უკმარისობის შესახებ. თუ რამდენჯერმე გქონდა შფოთვა და სიმპტომი მსგავსი იყო, შესაბამისად შეგიძლია მარტივად დაარწმუნო საკუთარი თავი, რაშიცაა საქმე. თუ ეს ყველაფერი პირველად ხდება, მაშინ არსებობს გზები რითაც კორონავირუსის შფოთვა შეიძლება დამარცხდეს. თუ მღელვარება სხვა მხრივ იჩენდა თავს და სუნთქვის უკმარისობა ახალია, სჯობს დაუკავშირდე შენს პირად ექიმს. (თუმცა ეს არ ნიშნავს პირდაპირ, რომ შენ კორონა ვირუსით ხარ დაავადებული) ანუ შენ უნდა გადააფასო სხვა სიმპტომები. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობების მიხედვით კორონა ვირუსით დაავადებულ ადამიანებს უმეტესად აქვთ მაღალი ტემპერატურა, არიან მოთენთილები და ახასიათებთ მშრალი ხველა. შეიძლება გქონდეს სხვა სიმპტომებიც, მაგ: იყო ცხვირში გაჭედილი ან გქონდეს სისველე, გტკიოდეს ყელი ან გქონდეს დიარეა. მხოლოდ სუნთქვითი პრობლემის ქონა არ ნიშნავს, რომ კორონა ვირუსით ხარ დაავადებული, აგრეთვე რამდენიმე სიმპტომის შემთხვევაშიც. შესაძლოა ეს სიმპტომები გამოწვეული იყოს სხვა გაციებისგან, როგორიცაა სეზონური გრიპი, უბრალო გაციება ან კუჭის პრობლემები. თუ მღელვარებას აჰყვები, შეიძლება დაიჯერო რომ სუნთქვითი უკმარისობა კორონა ვირუსითაა გამოწვეული, როცა ეს ასე არ არის. ასე რომ, შეიძლება სუნთქვითი პრობლემა ორივე გზით იყოს გამოწვეული. თუმცა აუცილებელია, ნებისმიერი სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდე საკუთარ ექიმს, ან Covid-19-ის ორგანიზაციას. ვინც არ უნდა იყოს, იმედია, საუკეთესოდ გირჩევს თუ როგორ მოუარო საკუთარ თავს.

ძალის არ ქონა იმისთვის, რომ აცნობო ვინმეს სიმპტომების შესახებ რამდენიმე ფაქტორთანაა დაკავშირებული, მაგ: თუ შენ გაქვს აქტიური პანიკური შეტევა და არ შეგიძლია ტელეფონის აღება და საუბარი სიმპტომებზე. მაგრამ ყველანაირად ეცადე, რომ დაკავშირებოდი მედ. პერსონალს, რადგან ისინი დაგხმარებოდნენ ყველაფრის გაგებაში.

სინამდვილე, კორონავირუსისგან გამოწვეული სტრესით ცხოვრებისა

ადამიანებისთვის რომლებსაც დეპრესია აქვთ, არაა აუცილებელი განათლების ქონა. თუ შეგნებულად ვიცი, რომ სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ჩემი სიმპტომები, მაინც ვიქნები შეპყრობილი მათით.

„ხშირად ადამიანები იკვლევენ თავის სიმპტომებს, თუმცა ამ ყველაფერს კიდევ უფრო ცუდისკენ მივყავართ“.

ჯერჯერობით ორგანიზმის საკუთარი ხერხებით გასინჯვა, გჭირს თუ არა კორონავირუსი შეუძლებელია. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ცალსახად გამოაცხადა, რომ სახლის პირობებში ტესტების ჩატარება არაა მიზანშეწონილი და ხშირად შეიძლება საფრთხემდეც მივიდეთ. ყველაზე მეტად რაც ართულებს მდგომარეობას ისაა, რომ იმის გაანალიზება რით განსხვავდება კორონავირუსისა და მღელვარებისგან გამოწვეული სუნთქვის პრობლემები, უფრო მეტად ამძაფრებს შიშს. სიმშვიდის ძებნა ექიმებში, მეგობრებში თუ ოჯახის წევრებში, სტრესის ჩვეულებრივი მხარეა. შესაძლოა ეს ყველაფერი იმ მომენტში დამხმარე და დამამშვიდებელი იყოს, მაგრამ პაციენტი ამ „შემოწმებაზე“ დამოკიდებული ხდება, იმშვიდებს თავს და ფიქრობს, რომ ავად აღარ არის. „თავის გამხნევება დროებითია, შესაძლოა ისევ იგივე გაიმეორო ცოტა ხანში“ – ამბობს Mckee.

დენისი, ერთ-ერთი ადამიანი,რომელსაც მღელვარების სინდრომი ჰქონდა, აბსოლუტურად ეთანხმებოდა ექიმებს და განუწყვეტლივ იმოწმებდა ტემპერატურას, ჟანგბადის დონეს, სისხლის წნევას. და ის არ იყო ერთადერთი.

„ყოველ დღე ვიღვიძებ და ვფიქრობ,რომ ეს ყველაფერი კოშმარი იყო“, – ამბობს დენისი. მას აქვს ასთმა და გულის პრობლემები, შესაბამისად ვირუსმა იგი უფრო შეაშინა, რადგან შესაძლოა უდიდესი რისკის ქვეშ აღმოჩენილიყო. „საათებს ვატარებ იმაზე ფიქრით, რომ როცა ამ მდგომარეობაში ვარ, ვკვდები თუ უბრალოდ პანიკური შეტევაა. მე თავბრუ მეხვევა, გული მერევა და ვცდილობ ვისუნთქო. თუმცა ავტომატურად სუნთქვის უნარს ვკარგავ“.

ხშირად ადამიანები თავს არიდებენ ექიმებს, რადგან უარესის მოსმენის ეშინიათ. თუ შენ არ დაურეკავ ექიმს, როცა სიმპტომები გაქვს, მაშინ რა უნდა გააკეთო სანაცვლოდ?

როგორ შევეგუოთ სტრესისგან გამოწვეულ სუნთქვით უკმარისობას

როცა შენ ცდილობ, რომ სტრესის ჩიხს დააღწიო თავი, გამოიყენე დამამშვიდებელი ტექნიკა, მაგალითად ღრმა დიაფრაგმული სუნთქვა ან დაკავდი ისეთი რაღაცებით, რაც შენს გონებას დაიპყრობს (კროსვორდი, პაზლი), დაითვალე 100-დან დაბლა. აქ არის რამდენიმე გზა, რითაც შეგიძლია შეეგუო ამ პრობლემას.

Mckee ურჩევს მღელვარების სინდრომის მქონე ადამიანებს, რომ არ უყურონ ან წაიკითხონ ახალი ამბები კორონავირუსის შესახებ ან წაიკითხონ ისეთი, რომელიც უტყუარ ინფორმაციას შეიცავს.

„თუ ფიქრობთ, როგორ ვეგუები ამ მდგომარეობას: ესაა ონლაინ თერაპიების, უარყოფის ძალის და საკუთარი თავის იძულების ბრალი, რომ ვიზრუნო საკუთარ თავზე ყოველ დღე. ფიზიკური აქტივობა, სახლში ჩატარებული ვარჯიშები თუ სკეიტბორდით ქუჩებში სიარული, სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის. ჩემი ლოგიკით, თუ ამ ყველაფერს აჩქარებული პულსის გარეშე ვაკეთებ, ჩემი ფილტვებიც კარგად გრძნობენ თავს“. პროფესიონალების დაკვირვებით დენისმა დაიწყო ანტიდეპრესანტ Zoloft-ის მიღება. ის იმედოვნებს, რომ სიმპტომები შემცირდება. მედიკამენტი მართლაც კარგი საშუალებაა უმკურნალო სუნთქვით უკმარისობას. გიორგის მსგავსად, დენისიც მეგობართან ერთადაა კარანტინში. ის ამბობს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი მათთვის არის თითების საშუალებით სიტყვების დამარცვლა.

მსგავსი მდგომარეობის მქონე ადამიანებთან დაკავშირება საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა. აღმოჩნდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებთან მსგავსად ფიქრობენ, როგორც მე. თუ რამე არსებობს, რაც ამ სტრესული პანდემიის დროს ვისწავლე, არის ის, რომ მარტო არ ვარ და თუკი იგივეს გრძნობ შენც, არც შენ ხარ მარტო.

ასევე წაიკითხე: რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია მოწყენილობას?

mars

NASA-ს როვერმა მარსზე 1.8 მილიარდ პიქსელიანი პანორამა გადაიღო

სახლიდან მუშაობა ილუსტრაცია

10 საუკეთესო რჩევა სახლიდან პროდუქტიულად მუშაობისთვის