in

როგორ ვიძინოთ ხარისხიანად?

როგორ უნდა დავიძინოთ ხარისხიანად

როგორ დავიძინოთ ხარისხიანად 4 საათში 8 საათი
როგორ დავიძინოთ ხარისხიანად 4 საათში 8 საათი

როგორ ვიძინოთ 4 საათში 8 საათი

როგორც წესი ჩვენ გვძინავს მხოლოდ ერთხელ დღე-ღამეში, ვიძინებთ ღამე და ვიღვიძებთ დლით. ასეთ ძილს ეწოდება მონოფაზური ძილი. ზოგიერთი ადამიანი იძინებს ასევე დილითაც, ძირითადად შუადღეს – ძილის ამ ტიპს ჰქვია ბიოზაფური ძილი. ეს უკანასნკელი საინტერესოა იმით, რომ ღამე ადამიანს ძინავს 6 საათი ხოლო სადილის შემდეგ ნახევარი საათი. უკვე გამოის 1.5 საათის დაზოგვა მონოფაზურ ძილთან შეფარდებით/ თუ ადამიანს ძინავს 2 ზე მეტჯერ დღეში, ეს შეიძლება დახასიათებული იყოს როგორც პოლიფაზური ძილი. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრი ფიქრობს რომ მასშია ჩადებული სიცოცხლის აზრობრივი გახანგრძილევის შესაძლებლობა.

  1. პოლიფაზური ძილს ხშირად უკავშირებენ გენიალურ მხატვარ ლეონარდო და ვინჩის. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მას რომ მოახდინა თაცისი მრავალი იდეის განხორციელება და დაფიქრება სჭირდებოდა მეტი დრო, მას კატასტროფულად სჭირდება რამე ახლის მოფირება. მან როგორც მოაზროვნე ადამიანმა იპოვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან, შეცვალა ძილის რეჟიმი. და ვინჩიმ ჩვეულებრივი ღამის დასვენება დაყო რამდენიმე ნაწილად, გახადა ის პოლიფაზური. გენიოსს ეძინა 15-20 წუთით ყოველ 4 სათში. ამგვარად ის არა მხოლოდ ენერგიულად იყო და თავს გრძნობდა კარგად, არამედ ახერხებდა უდიდესს გამოგონებებზე მუშაობას.
  2. რეჟიმი Dymaxion – ძილი ყოველ 6 საათში 30 წუთის მანძილზე. მთავარია არ ჩაგეძინოთ და შეგეძლოთ რეჟიმის დაცვა. მისი საშუალებით მოახდენთ ენერგიის აღდგენას.
  3. რეჟიმი Uberman – ძილი ყოველ 4 საათში 20 წუთით. ითვლება, რომ ძილის ასეთ ტექნიკას მუდმუვად იყენებდა ლეონარდო და ვინჩი.
  4. რეჟიმი Everyman – ძილი ღამით 1.5-3 საათი ხოლო შემდეგ 3 ჯერ დღისით 20 წუთით. რეკომენდებულია ადამიანებისთვის, რომლებიც დაკავებულები რიან მძიმე გონებრივი სამუშაოთი.
  5. რეჟიმი Tesla – ძილი ღამით 2 საათით ხოლო შემდეგ 20 წუთით შუადღეს. ითვლება, რომ ასეთ რეჟიმი ჰქონდა ნიკოლა ტესლას, რომელის საპატივსაცემოდ ძილის ამ რეჟიმს ჰქვია პოლიფაზური ძილი.
  6. რეჟიმი Siesta – ძილი ღამით 5 საათის მანძილზე, ხოლო შემდეგ 1.5 საათით დღის განმავლობაში. ეს რეჟიმი ბევრისთვის არის ადვილად მოსარგები. დაგჭირდებათ მხოლოდ უფროსობასთან დალაპარკაება რომ გქონდეთ მისი განხორციელების შესაძლებლობა.
  7. თუ თვენ მოახერხებთ და პრაქტიკაში დანერგვათ ძილის რომელიმე რეჟიმს, ამით მოახერხებთ რომ გაიზრდით დღეს. აქედან გამომდიანრე შეგიძლიათ გაიხანგრძილივოთ დღე და მოასწროთ მეტი. იმისათვის რომ დანერგოთ რომელიმე რეჟიმი, საჭიროა მუდმივად დაიცვათ დრო. შეეცადეთ ერთსა და იმავე დროს დაძინება და გაღვიძება. თავიდან რა თქმა უნდა რთლია და ჭირს, თუმცა გარკვეული დროის შემეგ (ეს ინდივიდუალურია) ადამიანი ეჩვევა და ხდება ბევრა ენერგიული და მოტივირებული რადგან მისი სხეული ახერხებს დასვენებას თანაც ზოგავს დროს.

გაუზიარეთ ინსტრუქცია მეგობრებს!

როგორ დავიძინოთ ხარისხიანად?

ღამით ძილი აუცილებელია. ამ დროს ჩვენი ორგანიზმი ყველაზე კარგად ისვენებს და აღიდგენს ძალებს შემდეგი დატვირთული დღისათვის. კარგად გამოძინების გარეშე თქვენ სახსრების ტკივილს იგრძნობთ და ცუდ ხასიათზეც იქნებით. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ბალიშზე თავის მიდებისთანავე ადვილად მიდიან სიზმრებში, სხვებს კი ამისთვის პოზიციების შეცვლა და მოთმინება სჭირდებათ. თუ დაძინების პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, ესე იგი, აუცილებლად გჭირდებათ დამატებითი პირობები, რომ თავს გემრიელი ძილისაკენ უბიძგოთ.

  • შეიქმენით მშვიდი გარემო – სასიამოვნო ტემპერატურა, სუფთა ჰაერი თქვენს ოთახში და სიმშვიდე – საკმარისი კომფორტია თქვენი სხეულისთვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლოგინში მოკალათებულს არ გაწუხებდეთ სინათლე ან ხმაური.
  • იფიქრეთ მხოლოდ კარგზე – დაძინებამდე იფიქრეთ მხოლოდ კარგზე. წარმოიდგინეთ გარემო, სადაც ბედნიერად იგრძნობდით თავს. სად მდებარეობს ეს ადგილი? როგორი ხმები ჩაგესმით? რა ხდება თქვენ ირგვლივ? ასეთი ფიქრით ტვინიც გაგივარჯიშდებათ და დაუვიწყარი სიზმრის წინაპირობასაც შექმნით. კარგია კუნთების მოდუნება მარტივი, რამდენიმეწუთიანი მასაჟით, რომლის გაკეთებასაც თავადაც შეძლებთ. მშვიდად ჩაძინებაში დაგეხმარებათ ღრმად სუნთქვაც.
  • მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას – დაძინებამდე 5 წუთით ადრე მოუსმინეთ მუსიკას, რომელიც სიმშვიდესა და სიამოვნებას მოგგვრით. სცადეთ კლასიკა, გონებით აყევით რიტმს და შეიგრძენით მელოდია. ეს კარგი განტვირთვაც არის თქვენი ორგანიზმისათვის და მარტივად დაძინებაც გარანტირებულია.
  • დაწოლამდე მიიღეთ შხაპი – კარგი იქნება, თუ დაძინებამდე ნახევარი საათით ადრე თბილ შხაპს მიიღებთ. ამის შემდეგ სუფთა და თბილ ლოგინში შეძრომა იმდენად სასიამოვნოა, რომ ვერც გაიგებთ, ისე ჩაგეძინებათ.
  • გამორთეთ ყველა ელექტრომოწყობილობა – აუცილებელია, დაძინებამდე 1 საათით ადრე მაინც გამორთოთ ყველანაირი კომპიუტერული მოწყობილობა, ლეპტოპი, ტელეფონი თუ სხვა. ნუ იდარდებთ სამსახურზე ან მომავალი დღის გეგმებზე. შეტყობინებები და ზარები თქვენს ტვინს აიძულებს, რომ კვლავ ფხიზელ მდგომარეობაში დარჩეს. უმჯობესია წაიკითხოთ წიგნი ან უბრალოდ დახუჭოთ თვალები და იფიქროთ იმაზე, რაც სიმშვიდეს გგვრით.

რას ფიქრობ? შეაფასე

624 ქულა
Upvote Downvote

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

იტვირთება…

0
მატრიცა NEO მომავალი ვირტუალური რეალობა

რა გველის მომავალში? ვირტუალური რეალობის წარსული და მომავალი

როგორ გავზარდოთ მცენარე ბოთლში

როგორ გავზარდოთ მცენარე ბოთლში?