in

რომის პაპი, ინსტაგრამზე მოდელის ფოტოს მოწონებაზე გამოიჭირეს

პაპი ფრანცისკე, ზოგადად, წინამორბედებთან შედარებით საკმაოდ პროგრესულია

რომის პაპის ინსტაგრამი მოდელის ფოტოს მოწონებაზე გამოიჭირეს 1
რომის პაპის ინსტაგრამი მოდელის ფოტოს მოწონებაზე გამოიჭირეს 1

კათოლიკური სამყარო ძლიერ გახარებული იყო, როდესაც რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ის Instagram-ს უერთდებოდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, მისი ოფიციალური ანგარიში რაღაც არც მაინცდამაინც წმინდას “დალაიქებაზე” გამოიჭირეს.

ინსტაგრამის მოდელმა ნატალია გარიბოტომ შეამჩნია, რომ ანგარიშმა @franciscus მისი ფოტო მოიწონა, რომელშიც ის ძალიან მოკლე სასკოლო სამოსშია გამოწყობილი. როგორც კი ეს ამბავი სინათლის სისწრაფით გავრცელდა სოციალურ ქსელში, “ლაიქიც” ამოუხსნელად გაქრა.

ნატალია-გარიბოტო-მაგარი-ნაშა-ქალი

ვინ იცის, იქნებ თვითონ პაპმა დააწკაპუნა ორჯერ ეკრანს შემთხვევით ან, შესაძლოა, რომელიმე თანამშრომელს მოუვიდა ეს, თუმცა ვინც არ უნდა ყოფილიყო, სამყარომ ეს შეამჩნია.

ნატალია გარიბოტომ თქვა, რომ პაპს მისთვის პირადში ჯერ არ მიუწერია, თუმცა, როგორც კი ეს ამბავი ვირუსული გახდა, მოდელმა დაწერა: “სხვა თუ არაფერი, სამოთხეში მაინც მოვხვდები”.

მოგვიანებით გარიბოტომ Barstool Sports-ს უთხრა: “დედაჩემს კი შეიძლება ეზიზღებოდეს ჩემი უკანალის ფოტოები, მაგრამ, აი, პაპი ორჯერ აწკაპუნებს”.

პაპი ფრანცისკე, ზოგადად, წინამორბედებთან შედარებით საკმაოდ პროგრესულია და ის პირველი პაპია, რომელმაც საჯაროდ დაუჭირა მხარი ლგბტ თემს.

What do you think?

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

მომიტინგე პროტესტანტი გოგონა საქართველოს დროშით

სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი

მატრიცა NEO მომავალი ვირტუალური რეალობა

რა გველის მომავალში? ვირტუალური რეალობის წარსული და მომავალი