10 საუკეთესო რჩევა სახლიდან პროდუქტიულად მუშაობისთვის

სახლიდან მუშაობა ილუსტრაცია
სახლიდან მუშაობა ილუსტრაცია

მუშაობა ან ტელეკომუნიკაცია სახლიდან, ისე ჟღერს, როგორც ოცნებები ხდება. მაგრამ თუ დრო მოვიდა და შენ აღმოაჩენ, რომ მართლა გჭირდება მოერგო ბიზნესს სახლიდან, თუნდაც დროებით, სწრაფად მიხვდები, რომ სახლიდან მუშაობა შეიძლება არ იყოს შენი ოცნება, რომელიც რამდენიმე წამის წინ წარმოიდგინე.

მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული გამოწვევაა, შენ მაინც შეგიძლია იმუშაო დისტანციურად და თანაც ძალიან პროდუქტიულად.

მოითხოვე რაც გჭირდება

სთხოვე დამსაქმებელს საჭირო აღჭურვილობის შეძენა, ან ძველი სამუშაო სივრციდან წამოღება. მაგრამ არ აიღო ამ ნივთებზე პასუხისმგებლობა, ეს არ ნიშნავს რომ არ უნდა მოუფრთხილდე მათ.

შესაძლო ნივთების მცირე სია:

  • კომპიუტერი
  • ვებ-კამერა
  • მაუსი და კლავიატურა
  • USB ჰაბი
  • ნებისმიერი აპლიკაცია ან პროგრამა, რომელიც გჭირდება
  • პრინტერი (თუ გჭირდება)

შეიქმენი შესაფერისი სამუშაო გარემო

სამუშაო სივრცე აუცილებელია სახლიდან მუშაობის დროს. მშვენიერია, შემოაწყო ფეხები დივანზე და იმუშაო, მაგრამ ის ძალიან მალე არასასიამოვნო ხდება. მოაწყვე ადგილი ისე, რომ საჭირო ნივთები მაშინაც იმ ადგილზე იყვნენ, როცა არ მუშაობ, ასე აირიდებ მათ ძებნაში დროის კარგვას.

შეარჩიე სახლის ის ოთახი, რომელიც ყველაზე წყნარია, სადაც არ ისმის ხმა გარედან და არ არის ტელევიზორი. სამუშაო სივრცესთან ახლოს აუცილებლად უნდა იყოს დენის როზეტი და კარგი განათება, ან უბრალოდ განათება.

სამუშაო ადგილის აღჭურვილობა

ნებისმიერ შემთხვევაში, შენ არ უნდა დახარჯო ფული სამუშაო სივრცის აღჭურვილობისთვის. ნივთები, რომელიც აუცილებლად დაგჭირდება:

  • კარგი სკამი. დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
  • კარგი კომპიუტერი, სადაც გაუშვებ სამუშაო აპლიკაციებს და პროგრამებს.
  • ყურასმენები აუცილებელი ატრიბუტია და თუ შენ აპირებ საკონფერენციო ზარების მიღებას ჰედსეტი უკეთესია.

ასევე არსებობს რაღაც ნივთები, რომლის გარეშეც შეგიძლია იმუშაო, მაგრამ მათი გამოყენებით პროცესი მეტად სასიამოვნო ხდება:

  • დამატებითი მონიტორი.
  • დამატებითი ელექტროენერგიის გადამყვანები / მაუსი / კლავიატურა და ა.შ.

დარწმუნდი, რომ ინტერნეტის სიჩქარე და Wi-Fi აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს

ინტერნეტის სიჩქარე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ალბათ არ გაქვს იმ სისწრაფის ინტერნეტი, რაც ოფისში და არ ხარ მიჩვეული სახლში ამ ფუფუნებას. შეამოწმე ინტერნეტის სიჩქარე და დარწმუნდი, რომ მისი ატვირთვის და ჩამოტვირთვის სიჩქარე აკმაყოფილებს შენს მოთხოვნებს.თუ აღმოჩნდა, რომ მეტი სიჩქარეა საჭირო დაუკავშირდი ინტერნეტ პროვაიდერს და მოსთხოვე მას სიხშირის სიჩქარის გაზრდა. ზოგიერთი პროვადიერი დააკმაყოფილებს შენ მოთხოვნას, მაგრამ შემდეგ მაინც ეცდება შეამციროს ის, ასე რომ, ხშირად შეამოწმე ინტერნეტის სიჩქარე და მიიღე საჭირო ზომები.

აგრეთვე, დარწმუნდი Wi-Fi-ს მოდემის სიმძლავრეში. შეიძლება ის იწვევდეს ინტერნეტის სიჩქარის კლებას.

მოლოდინების გაცნობიერება შენთვის და სხვებისთვის

სახლიდან მუშაობამ, შეიძლება შენი რეაგირების დროში შეფერხება გამოიწვიოს. დამოკიდებულია შენს სამსახურზე, შეიძლება არ გქონდეს წვდომა ყველაფერზე, რაზეც აქამდე ოფისში აკეთებდი, ასე რომ კომუნიკაცია და ინფორმაციის მოძიება, რომელიც ძალიან გჭირდება შესაძლებელია შედარებით დროში გაიწელოს.

ასევე, შეიქმენი მოლოდინები საკუთარ თავსა და იმ ადამიანებზე, რომლებიც იმავე სივრცეს იკავებენ. ეს მოიცავს, შენი ოჯახისთვის საზღვრების დაწესებას.

დაგეგმე და მართე დრო კარგად

სამზარეულო, საოჯახო საქმეები და ტელევიზორი საკმარისია იმისათვის რომ ყურადღება გაგეფანტოს. ნუ მიაქცევ მათ ყურადღებას. მარტივია დროის დაკარგვა, როდესაც სახლიდან მუშაობ.

აიღე კალენდარი, შეადგინე გრაფიკი და აკონტროლე ყველა შეხვედრა და დანიშვნები. გამოიყენე სამუშაოების ჩამონათვალი და მართე ამოცანები, რომ მარტივად გააანალიზო, რა გააკეთე და რა დაგრჩა გასაკეთებელი. ამისთვის ძალიან კარგი ხელსაწყოებია Google Keep და Google Task.

ვიდეო კონფერენციის ეტიკეტი

თუ შენთვის, სახლიდან მუშაობა ონლაინ შეხვედრებს ნიშნავს, ჩვენ გირჩევთ გამოიყენო ვიდეოკონფერენციული პროგრამები, როგორებიცაა Zoom; GoToMeeting; Meet Google. ეტიკეტის რამდენიმე საკითხია, რომელიც ზარზე პასუხამდე უნდა გაითვალისწინო:

  • ჩართე კამერა. იმ შემთხვევაში, თუ ეს არ არის შეხვედრა, სადაც მხოლოდ უსმენ, გამოიყენე კამერა, როგორც პროფესიონალური იმიჯის შენარჩუნებისა და ფიზიკური ყოფნის იმპულსი.
  • ჩართე მიკროფონი. ვიდეო ზარის დროს, შენი ფონის ბგერები გაძლიერებულია ყველასთვის, ანუ როდესაც შენ არ საუბრობ, მაინც გადასცემს მიკროფონი ხმას. ბონუს რჩევა 👉 ვიდეო კონფერენციის პროგრამაში გააკეთე მიკროფონის კონფიგურაცია ისე, რომ საუბრის მომენტში ჩაირთოს. Mute by default when it starts.
  • შეარჩიე სათანადო განათება. ზარის მონაწილეებს სურთ შენი სახის დანახვა, რადგან მათ იგრძნონ ფიზიკური კავშირი. სასურველია სინათლე მოპყრობილი იყოს შენსკენ და არ ანათებდეს კამერას. თუ შენი ვიდეო კამერა იყენებს განათებას, ამ შემთხვევაში არ დაგჭირდება დამატებითი განათება.
  • შეარჩიე სუფთა ფონი: თუ შენ არ გსურს, რომ თანამშრომლებმა ნახონ ის აურზაური რაც სახლშია და რომლის მოწესრიგების დროც არ გქონდა, შეარჩიე სასურველი ადგილი უკან ფონისთვის.
  • არ ჩაიცვა ხალათი.

აირიდე ცუდი ჩვევები მუშაობისას

რაც არ უნდა იყოს, სამსახური სამსახურია. მიზეზი იმისა, რომ დამსაქმებლები სოციალური მედიის საიტებს კორპორატიულ ქსელებში ბლოკავენ, არის ის, რომ ყოველდღიურად ადამიანს შეუძლია დაკარგოს 2 საათი და 22 წუთი სოც. მედიის შემოწმებაზე. თუ ეს არ არის შენი სამუშაოს ნაწილი, დაზოგე დრო და გააკეთე ის სამუშაოს შესრულების შემდეგ.

თანამშრომლებთან მუდმივ კავშირში იყავი

კოლაბორაცია ძალიან მნიშვნელოვანია. როცა სახლიდან მუშაობ ამის გაკეთება ბევრად რთულია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია. გამოიყენე პროგრამა, როგორიცაა Slack – შეტყობინების სისტემა გუნდებისთვის, რომ შეინარჩუნო კონტაქტი თანამშრომლებთან.

სხვა ყველაფერთან: იყავი მოქნილი

სახლიდან მუშაობა ძირითადად მოქნილობას ეხება. შენ უნდა შეგეძლოს კონცენტრაცია და ცვლილებებთან შეგუება. აუცილებლად გაუმკლავდები ამ გამოწვევას!

შეცდომები ხდება – თუ კატა გაირბენს შენს კომპიუტერზე ვიდეოკონფერენციის დროს, თუ ძაღლი შემოიჭრება ოთახში, თუ ადგილზე მიტანის სერვისი მოიტანს პაკეტს, ან თუ ბავშვები აირჩევენ ზუსტ მომენტს, არაუშავს.

უბრალოდ გააგრძელე წინსვლა!

ილუსტრაცია კორონავირუსი e1588522130755

როგორ გავიგოთ სუნთქვის უკმარისობა გამოწვეულია მღელვარებისგან თუ კორონა ვირუსისგან?

515811 1

უახლოესი და უახლესი ტიპის შავი ხვრელი