უახლოესი და უახლესი ტიპის შავი ხვრელი

515811 1
515811 1

ევროპის სამხრეთ ობსერვატორიის (ESO) ასტრონომები ამტკიცებენ, რომ ჩვენთვის ცნობილთაგან უახლოესი შავი ხვრელი აღმოაჩინეს.

ეს შავი ხვრელი მხოლოდ 1 000 სინათლის წლითაა დედამიწიდან დაშორებული. მკვლევარების თქმით, სისტემა, რომელშიც ის მდებარეობს, შეუიარაღებელი თვალითაც შეგვიძლია დავინახოთ დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან ვარსკვლავებიან ცაზე.

ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პეტრ ჰადრავა, ჩეხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი მეცნიერი, რომლის თანაავტორობითაც დაიბეჭდა სტატია ჟურნალში Astronomy & Astrophysics:

“ჩვენ უაღრესად გაოცებულები დავრჩით იმის გააზრებით, რომ აღმოვაჩინეთ პირველი ვარსკვლავური სისტემა მასში მდებარე შავი ხვრელით, რომლის დანახვაც შეუიარაღებელი თვალითაა შესაძლებელი.”

ეს შავი ხვრელი სხვა ჩვენთვის ცნობილ შავ ხვრელებზე უფრო შავია, ამიტომ მისი შემჩნევა შედარებით რთული აღმოჩნდა. სხვებისგან განსხვავებით, ის არ ანათებს, როდესაც მატერიას ყლაპავს. მეცნიერებმა მისი აღმოჩენა მხოლოდ იმ გრავიტაციულ ეფექტებზე დაყრდნობით შეძლეს, რომელიც მას გარესამყაროზე ჰქონდა.

პირველად მეცნიერების ყურადღება ამ ვარსკვლავურ სისტემაში (HR 6819) მიიქცია ორი ვარსკვლავის უჩვეულო სიახლოვემ. ერთ-ერთი მათგანი მოძრაობს შავი ხვრელის გარშემო ორბიტაზე და 40 დღეში ერთ სრულ წრეს ასრულებს. მისი ტრაექტორიის შესწავლის შედეგად კი დაასკვნეს, რომ შავი ხვრელი საკმაოდ დიდია.

ეს არის პირველი მსგავსი შავი ხვრელი, რომელსაც უამრავი სხვა მოყვება. სავარაუდოდ, კოსმოსში ასობით მილიონი შავი ხვრელია და ჩვენ ძალიან ცოტა მათგანს ვიცნობთ. იმის ცოდნა, თუ რა უნდა ვეძებოთ, მათი პოვნის შანსებს კარდინალურად ცვლის.

წყარო: scientificamerican

სახლიდან მუშაობა ილუსტრაცია

10 საუკეთესო რჩევა სახლიდან პროდუქტიულად მუშაობისთვის

სახლის ინტერიერი

Colliers Georgia-ს კვლევით AIRBNB-ის ბაზარმა მოკლევადიან პერიოდში შეიძლება განსაკუთრებით იზარალოს