in

ფოთში მაცხოვრებლებმა თევზის სუნი გააპროტესტეს

წინასაარჩევნო პერიოდში ხახუბია ფოთელებს ამ პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.

ვითხოვთ სუფთა ჰაერს

ფოთის მცხოვრებლებმა მერიასთან ქალაქში თევზის სუნი გააპროტესტეს. 

მოქალაქეების თქმით, ქალაქში თევზის მძაფრი სუნი ნოემბრიდან მარტამდე დგას, რისი მიზეზიც ქაფშიის გადამამუშავებელი ქარხნებია. 

ასეთი ქარხანა ფოთში რამდენიმეა, მათგან ერთი ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი ხახუბიას ეკუთვნის. 

დემონსტრანტები ფოთის მერთან შეხვედრასაც ითხოვდნენ, თუმცა, მათ არავინ დაელაპარაკა. 

“ვიხრჩობით ამ სუნში. ქალაქის მმართველებს ეს არ აინტერესებთ. გამოვედით ქუჩაში, იქნებ დაგველაპარაკონ, რამე გვითხრან, დაგვპირდნენ, მაგრამ ჯერჯერობით, რეაგირება ნულია, როგორც ყოველთვის”. – თქვა ერთ-ერთმა დემონსტრანტმა. 

“ყარს მთელი ქალაქი. ცხოვრების საშუალება არ არის ამ ქალაქში. გარეთ რომ გამოდიხარ, სახლში შესვლის დროს უკვე ყარხარ. ხალხს სარეცხი ვერ გაუფენია. ერთ-ერთი ქარხნის მეპატრონე ჩვენი დეპუტატია. მგონი, მას მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება, რომ ასეთ საშინელ მდგომარეობაში არ იყოს ჩვენი ქალაქი”. – თქვა ენმ-ის წევრმა. 

რას ფიქრობ? შეაფასე

1 ქულა
Upvote Downvote

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

იტვირთება…

0
როგორ გავზარდოთ მცენარე ბოთლში

როგორ გავზარდოთ მცენარე ბოთლში?

კრემისფერი

2021 წლის მოდური ფერები