in

2021 წლის მოდური ფერები

გაინტერესებთ რომელი ფერი იქნება 2021 წლის მოდური ფერი? ნახეთ სტატია ბოლომდე.

კრემისფერი

თეთრი ფერი

სახლის დიზაინი

რა თქმა უნდა, თეთრი ხარის წელი სითეთრის გარეშე ვერ ჩაივლის, ამიტომ პირველი ფერი რომელსაც წელს ინტერიერში შეხვდებით თეთრი იქნება.

ეს ჩვენი მოწყობილი ინტერიერია, სადაც 2021 წლის შესაბამისად ბეჟი და თეთრი ფერი გემოვნებიანად ჯდება ერთმანეთში.

მწვანე

მწვანე ფერი ინტერიერში

ალბათ გახსოვთ, რომ ფორტისის ლოგო მწვანე ფერისაა და ეს ნიშანია იმის რომ 2021 წელი ჩვენი წელი იქნება. ზოგადად მწვანე სიახლისა და დადებითი განწყობის ფერია და 2021 წლის ინტერიერში ხალისი აუცილებლად უნდა იგრძნობოდეს.

ლურჯი ფერი

ლურჯი ფერი ინტერიერში

2021 წელს მესამე ფერი, რომელსაც ინტერიერში აუცილებლად შეხვდებით მუქი ლურჯია. როგორც ამბობენ, ხარის წელი ბევრ ლურჯ ტონალობას გვთავაზობს და ინტერიერში მისი სიჭარბე არ უნდა ვიუკადრისოთ.

ნაცრისფერი

ნაცრისფერი

ნაცრისფერს წელსაც ველოდით, ეს ფერი ხომ თითქმის ყოველწელს არის ინტერიერში, თუმცა 2021-ში ნაცრისფერი მარტო არ იქნება, მას ინტერიეში წითელთან, მწვანესთან, ყვითელთან და სტაფილოსფერთან კომბინაციაში ნახავთ.

ნაცრიფერს რომ დაინახავთ არ გაგიკვირდეთ, თუ ინტერიერში მასთან ერთად თანმხლებ ფერსად შეამჩნევთ.

კრემისფერი

ამ წლის ტრენდულ ფერებში კრემისფერიც მოხვდა და როგორც ინტერიერის დიზაინერები ამბობენ, 2021-ში ბეჟი ტონალობები ხშირად შეგხვდებათ.

ხარის წელი ნეიტრალურობისა და სისადავის წელი იქნება

ღია ვარდისფერი

ღია ვარდისფერი ინტერიერი

2021 წლის ფერებში ღია, ჭუჭყიანი ვარდისფერიც გამოერია. ეს წელი ნეიტრალური ფერების წელია, ცოტა მინიმალიზმის შტრიხებით.

როგორც ჩანს, ხარს თაგვისგან განსხვავებული გემოვნება აქვს, რადგან ფერების პალიტრაში 2021 წელს ბევრ ბეჟსა და დამჯდარ, სადა ტონალობებს აუცილებლად შენიშნავთ.

What do you think?

31 Comments

Leave a Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

ვითხოვთ სუფთა ჰაერს

ფოთში მაცხოვრებლებმა თევზის სუნი გააპროტესტეს

ტესტი იცით თუ არა წვიმის სხვა სახელები

ტესტი: იცით თუ არა წვიმის სხვა ქართული სახელები